სამუშაო შეხვედრა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან

02.08.21

8 თებერვალს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მორიგი ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ხელმძღვანელობდა და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, სამსახურების ხელმძღვანელებმა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურული ზემდამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე და აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში როგორც ქ. ამბროლაურში, ისე ყველა თემში აქტიური სამუშაოები დაიწყება ახალ პროექტებზე.

თათბირზე ასევე განიხილეს სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული პროგრამების მიმდინარეობა, რომლის ფარგლებშიც გასულ წელს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ1000-მდე მოქალაქეს გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება.

მერმა სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება და დაავალა შესაბამის სამსახურებს, კომპეტენციის ფარგლებში, პერიოდული მონიტორინგი განახორციელონ, რათა მაქსიმალურად მოხდეს შემუშავებული რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვა.

ზვიად მხეიძემ აღნიშნა, რომ სწორედ სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგია მუნიციპალიტეტში არსებული სტაბილური მდგომარეობა და თხოვნით მიმართა მოსახლეობას კვლავ გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე კოვიდ 19-ის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით;

მერმა, სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

,,გთხოვთ, დროული რეაგირება გამოვიჩინოთ მოქალაქეთა პრობლემებზე და შევეცადოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობები. მუნიციპალიტეტის წარმატება დამოკიდებულია თითოეული თქვენგანის აქტიურობასა და საქმისადმი დამოკიდებულებაზე." - მიმართა ზვიად მხეიძემ თანამშრომლებს.