,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" იწყება

02.08.21

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას ადგილობრივი მოსახლეობა თავად განსაზღვრავს.

ეს პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ისე ზოგადად, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

2020 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 700 000-მდე ლარის ღირებულების 80-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოეწყო ხიდ–ბოგირები, სანიაღვრე არხები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, წყაროები, სასოფლო გზები და სხვა.