ამბროლაურში 3 მარტი მრავალშვილიან დედებს მიულოცეს

03.04.21

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან - ასლან საგანელიძესთან, მერის მოადგილეებთან - დავით გოგლიძესა და მამუკა ხიმშიაშვილთან ერთად 3 მარტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედის დღესთან დაკავშირებით ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები რამდენიმე მრავალშვილიან დედას პირადად გადასცეს.

,,მინდა ყველა დედას დიდი პატივისცემით მოგილოცოთ დედის დღეს!

გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებას!

ქალთა დღესასწაულები სიმბოლურად გაზაფხულის პირველ დღეებს ემთხვევა, გაზაფხული კი სილამაზის, ახალი სიცოცხლისა და სიხარულის მომტანი თვეა...

გისურვებთ თქვენი ყოველი დღე ყოფილიყოს იმედით, სიამაყითა და რწმენით სავსე!

ღმერთმა გაამრავლოს და გააძლიეროს რაჭა და სრულიად საქართველო!" - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.