8 მარტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

03.09.21

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების სხვა წარმომადგენლება ქალთა საერთაშორისო დღე ამბროლაურში მცხოვრებ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალბატონებს მიულოცეს.

,,ქალბატონებო, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ 8 მარტს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებულ ცხოვრებას. ქალთა დღესასწაულები სიმბოლურად გაზაფხულის პირველ დღეებს ემთხვევა, გაზაფხული კი სილამაზის, ახალი სიცოცხლისა და სიხარულის მომტანი თვეა...

გისურვებთ თქვენი ყოველი დღე ყოფილიყოს იმედითა და სიამაყით სავსე! საქართველოს ისტორიის მანძილზე არაერთი ქალი არსებობდა რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საქმეში. გისურვებთ, რომ თქვენი ღვაწლი ყოველთვის სათანადოდ იყოს დაფასებული“-აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სავაჭრო ცენტრების, აფთიაქების თანამშრომლებსა და ქალაქის ქუჩებში შემხვედრ ქალბატონებს ,,ქალთა საერთაშორისო დღე" სიმბოლურად თაიგულებით მიულოცეს.