საგრანტო კონკურსი ამბროლაურში

03.21.21

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ახალი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას და ამ მიმართულებით საპროექტო განაცხადების მხარდაჭერას.

ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (UNDP/SDC VET) პროექტის ხელშეწყობით, აცხადებს ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას.

საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში ისეთი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას.

გრანტი (მაქსიმუმ 5,000 ლარი) არ გაიცემა ფულადი სახით. გრანტის გამცემი ორგანიზაცია შეიძენს მოთხოვნილ პროდუქტს, ტექნოლოგიას ან სერვისს. გარდა ამისა, ინოვაციურ იდეათა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გრანტი ითვალისწინებს განმცხადებლის მხრიდან თანამონაწილეობას (პროექტის საერთო ღირებულების 20%, აქედან თანხობრივი 5% ).

 აპლიკაციების მიღება ინოვაციურ/ნოვატორულ იდეებზე ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) მიერ, მოხდება ღია კარის კონკურსის პრინციპით 2021 წლის 20 მარტიდან 2021 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით.

 აპლიკაციები შეგიძლიათ გადაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე tamrielb2017@gmail.com

 დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ფონდ „აფხაზინტერკონტის“ ოფისს, მისამართზე: ქ. ამბროლაური, დ.აღმაშენებლის #24. ან მისწერეთ ორგანიზაციის ოფიციალურ Facebook გვერდზე - ngo aic ფონდი „აფხაზინტერკონტი“.