ამბროლაურში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართა

03.30.21

29-30 მარტს, ქალაქ ამბროლაურში, გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი სპორტსმენები იღებდნენ.

74 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური) გახდა.

ასევე წარმატებით იასპარეზა გიორგი ჩიხრაძემ (ონი) და 125 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ახალგაზრდებს გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს მათი მხარისა და ქვეყნის საამაყოდ!