9 აპრილი ამბროლაურში

04.09.21

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.

 სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და  მემორიალი სიმბოლურად ყვავილებით შეამკეს.

,,9 აპრილის ორმაგი დატვირთვა აქვს საქართველოს ისტორიაში. ეს დღე არის ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს გმირობის, ვაჟკაცობის, ქვეყნის სიყვარულისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო. 1989 წლის 9 აპრილს, უდიდესი გმირობა და თავგანწირვა გამოიჩინეს ქართველებმა, ეს კი თავისუფლებითა და დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა. მინდა უდიდესი პატივისცემით გავიხსენო ჩვენი გმირები, რომელთა ღვაწლი ქვეყნის წინაშე შეუფასებელია“ - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი კი მოიწამლა. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.