ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზები იწმინდება

04.16.21

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები, რომელსაც შპს ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი" ახორციელებს, საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული მასშტაბური პროექტების პარალელურად მუნიციპალიტეტის ინიციატივით, პერიოდულად, სასოფლო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის