სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათე პაკეტები გადაეცა.

04.28.21

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ 72 ოჯახს სასურსათე პაკეტები გადაეცა.

საჩუქრები ბენეფიციარებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ - ასლან საგანელიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სოციალურად დაუცველ 10 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის, სააღდგომო ნობათის დასარიგებლად 5000 ლარი გამოიყო.