ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

06.01.21

ქ. ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბრატისლავა- რაჭის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 4 300 000 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა გაზონები, ტროტუარები, გარე განათებები, სანიაღვრე სისტემა, გამწვანდება ტერიტორიის ნაწილი და გარკვეული ადგილები მოპირკეთდება ქვაფენილით.

სამუშაოებს ამხანაგობა ‘’როიალბილდი’’ ახორციელებს და მისი დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.