ამბროლაურში ქალაქის შემოსასვლელის კეთილმოწყობა და დასუფთავება მიმდინარეობს.

06.08.21

 

ამბროლაურში ქალაქის შემოსასვლელის კეთილმოწყობა და დასუფთავება მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაო პროცესში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა პირადად მიიღეს მონაწილეობა.

,,გადმოსახედზე’’ ხორციელდება ინფრასტრუქტურის განახლება, კერძოდ იღებება არსებული კონსტრუქცია, მოაჯირები, სკამები, სუფთავდება მიმდებარე ტერიტორია და მიმდინარეობს ნაგვის ურნების განახლება. ასევე დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება.

ქალაქის იერსახის მოწესრიგებისთვის საჭირო სამუშაოები პერიოდულად სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელდება.