ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა

08.13.21

ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა.

2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.

 ვენახების საკადასტრო ამონაწერის მისაღებად, სარეგისტრაციო უბნები განთავსებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში:

ძირაგეული, სადმელი, ბუგეული, ხვანჭკარა, ჭრებალო და ქ. ამბროლაური.

მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, საკადასტრო ამონაწერის მიღება კი უფასოა.

ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.