ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

08.13.21

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროექტების გარდა, ეტაპობრივად ხორციელდება პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგება, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

სამუშაოები, რომელსაც შპს ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი" ახორციელებს, საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება და ყველა თემს მოიცავს.