ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

08.20.21

მბროლაურის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

წელს, აღნიშნული სამუშაოებისთვის 800 000-მდე ლარია გამოყოფილი და 80-ზე მეტი პროექტი ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს წყალსადენების, სანიაღვრე არხების, გარე განათების მოწყობა, სასოფლო გზების მოწესრიგება და სხვა.

 მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას ადგილობრივი მოსახლეობა თავად განსაზღვრავს.

ეს პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ისე ზოგადად, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.