ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება

08.20.21

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

ამჯერად, ხოტევი-კვირიკეწმინდის დამაკავშირებელი გზა გაიწმინდა და მოიხრეშა.

 სამუშაოები, რომელსაც შპს ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი" ახორციელებს, საჭიროების შესაბამისად, ყველა მიმართულებით გაგრძელდება.

 მუნიციპალიტეტის ინიციატივით, პერიოდულად, სასოფლო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.