ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით სოფლებში ნაგვის 50 ახალი კონტეინერი განთავსდება

08.31.21

 ზაფხულის სეზონზე, მრავალრიცხოვან დამსვენებელთა საჭიროებიდან გამომდინარე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით სოფლებში ნაგვის 50 ახალი კონტეინერი განთავსდება.

მუნიციპალური დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ქალაქის დასუფთავებასა და სოფლებიდან ნაგვის გატანას.
ამასთან, მუნიციპალიტეტში პერიოდულად იმართება დასუფთავების მასშტაბური აქციები, რომლის ფარგლებშიც ქუჩები, სკვერები და ,,თავშეყრის ადგილები" საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან იწმინდება.

,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც ქალაქში, ისე ყველა სოფელში განთავსებულია რკინისა და პლასტმასის სხვადასხვა ზომის კონტეინერები, რომელთა დაცლა და სოფლებიდან ნაგვის გატანა ინტენსიურად ხორციელდება. ახალი კონტეინერები მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად ყველა საჭირო ადგილზე განთავსდება.“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით გოგლიძემ.