ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭრებალოს ამბულატორიაში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო

08.31.21

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭრებალოს ამბულატორიაში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო

 ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში მასობრივი იმუნიზაციიისთვის ახალი სივრცე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მოეწყო.

 იმუნიზაციის ახლად გახსნილი ცენტრი სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას, რომლის ფარგლებშიც პირველი 90 წლის ჭრებალოს მკვიდრი აიცრა.

 ჭრებალოს ამბულატორიაში ამ ეტაპისთვის მობილიზებულია ამცრელი ბრიგადა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს დილის 10:00-საათიდან 17:00 საათამდე უზრუნველყოფს და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებს მოემსახურება.

 ვაქცინაცია შესაძლებელია ,,Sinovac" - ის ორივე და ,,Sinopharm" - ის მხოლოდ მეორე დოზით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!