მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება შემდეგი სახის პროგრამები:

08.31.21

 მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება შემდეგი სახის პროგრამები:

• სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;
• 10 000 - მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საახალწლო და სააღდგომო პაკეტებით უზრუნველყოფა;
• ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
• ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება;
• მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
• მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
• უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;
• მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
• ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;
• შესაბამისი კატეგორიის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება;
• 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მერიის სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია მშვიდობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ