ამბროლაურში, სახელმწიფო პროგრამის ‘’ განახლებული რეგიონების’’ ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

09.14.21

ამბროლაურში, სახელმწიფო პროგრამის ‘’ განახლებული რეგიონების’’ ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე, აღმაშენებლისა და კოსტავას ქუჩებზე მიმდებარე შენობების ფასადებს არემონტებენ.

 სამუშაოები დაწყებულია აღმაშენებლის სკვერშიც (კულტურის სახლის უკან), თუმცა პროექტის ფარგლებში, სხვა დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობაც იგეგმება.

მუნიციპალიტეტის რეაბილიტაციის პროექტი პრემიერის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის - "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება, სამუშაოებს კი კომპანია "საბა კონსტრაქშენი" აწარმოებს.