ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, „გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)“- ის გრანტის ფარგლებში, სკვერების მოწყობა მიმდინარეობს.

09.28.21

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, „გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)“- ის გრანტის ფარგლებში, სკვერების მოწყობა მიმდინარეობს.

 პროექტის ფარგლებში ვაჟა-ფშაველასა და კოსტავას ქუჩებზე 2 სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება, ასევე დაგეგმილია საგამოფენო სივრცეების შექმნა, რაც ადგილობრივ მცირე მეწარმეებს საშუალებას მისცემთ საკუთარი პროდუქცია უფრო ფართო საზოგადოებას გააცნონ და მეტად მოახდინონ თვითრეალიზაცია.

 შეგახსენებთ, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა, „გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)“- ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, მონაწილეობა მიიღო საპროექტო წინადადებით - „ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სკვერების რეაბილიტაცია ამბროლაურში“ და გრანტის სახით 137 000 ლარი მოიპოვა.