სოფელ ურავში ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყო.

09.28.21

სოფელ ურავში ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყო, რომელსაც ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდის - გიორგი ჯელაძის სახელი მიენიჭა.

 აღნიშნული სტადიონის მშენებლობისთვის 76 767 ლარი დაიხარჯა.

 პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ხელოვნური საფარი, შეიცვალა ბადეები და მილ-კვადრატები, მოეწყო სკამები 50 მაყურებელზე და დამონტაჟდა ახალი კარებები.

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მ/წელს სამი ახალი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო.