ზემო იმერეთის რაჭასთან დამაკავშირებელი ახალი 51.5 კმ-იანი საავტომობილო გზა გაიხსნა

09.28.21

ზემო იმერეთის რაჭასთან დამაკავშირებელი ახალი 51.5 კმ-იანი საავტომობილო გზა გაიხსნა

საჩხერის ონთან დამაკავშირებელ უმოკლეს ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შესაძლებელია

საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი, რაჭასთან დამაკავშირებელ ძველ გზასთან შედარებით, 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 სთ-ით მცირდება, ახალი გზით მგზავრობას 6 სთ-ის ნაცვლად 4,5 სთ-ი დასჭირდება

ახალი გზა ერთმანეთთან აკავშირებს ორ რეგიონს - იმერეთსა და რაჭას. გზა საჩხერიდან იწყება, გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან 5 კმ-ით

საჩხერე-ონის ახალი გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს

გზის მშენებლობის პროექტი სქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. პროექტი 7 მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე ოთხმა ქართულმა კომპანიამ იმუშავა. სულ, გზის მშენებლობაზე 900-მდე ადამიანი უყო დასაქმებული.

ახალი გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 111 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა უზრუნველყოფს ბევრად უფრო უსაფრთხო და სწრაფ კავშირს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონთან, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის არა მხოლოდ გაუმჯობესებულ გადაადგილებას, არამედ ახალი შესაძლებლობების გაჩენით, სოციალ-ეკნომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც გულისხმობს