ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დამატებით 3 სოფლის გაზიფიცირება განხორციელდება.

10.04.21

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, 2022 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დამატებით 3 სოფლის გაზიფიცირება განხორციელდება. გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები სოფ. კრიხში, სოფ. ჟოშხასა და სოფ. ბაჯში დაიწყება.

 2017 წლიდან ამ დრომდე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 24 სოფლის გაზიფიცირება განხორციელდა ან მიმდინარეობს, რაც ჯამში 6 000-მდე აბონენტს მოიცავს.

 სამწლიანი გეგმის შესაბამისად, 2022-2024 წლებში, გაზიფიცირების სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 244 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება, რაც ჯამში 39 698 აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგებას გულისხმობს.