2021 წლის 24 ნოემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს ას მეოცე სხდომა გაიმართა

11.24.21

   დღეს, 2021 წლის 24 ნოემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს მორიგი, ას მეოცე სხდომა გაიმართა.

    სხდომას თავმჯდომარეობდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე. სხდომას ესწრებოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი დავით გოგლიძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, გაზეთ „ამბროლაურის მოამბის“ რედაქტორი დალი დარახველიძე.

    საკრებულომ დამაკმაყოფილებლად შეაფასა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურის ანგარიში  2021 წლის 01 იანვრიდან 01 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის შესახებ.

   მიიღო დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

    განკარგულება ქალაქ ამბროლაურში მ.კოსტავას  ქუჩის N33 ში მდებარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული N86.19.21.034.01.500 უძრავი ქონების 293მ2 ფართობის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, სასყიდლიანი იჯარის ფორმით, ა(ა)იპ „ფეა თრიის ფაუნდენშენი“ - სათვის (ს/ნ405096364) გადაცენმაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.