2021 წლის 03 დეკემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ახლადრჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

12.03.21

  დღეს, 2021 წლის 03 დეკემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი მურმან ქველიძე უძღვებოდა.

  სხდომაზე ცნობილი იქნა ახლადარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება.

  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიის მეორე ნომერი ასლან საგანელიძე აირჩიეს.

   სხდომაზე არჩეული იქნა საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილე. ერთი მოადგილის თანამდებობა ვაკანტური დარჩა.

    საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით ხუციშვილი; მოადგილედ ზაალ მეტრეველი აირჩიეს.

      კენჭისყრაში მონაწილეობა არ მოუღიათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გახარია-საქართველოსთვის პარტიული სიით არჩეულ დეპუტატებს.

     სხდომაზე დაფუძნდა ორი ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

     სხდომას დაესწრო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, რომელმაც წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა ახლადარჩეულ საკრებულოს.