სოფელ კვაცხუთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12.13.21

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. კვაცხუთში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან, მერის მოადგილესთან დავით გოგლიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 717 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მ/წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოებს კი შპს ,,მეკა" ასრულებს.