მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

01.13.22

დღეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

თათბირზე სოფლებში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და იმ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შესაბამის ჩართულობას საჭიროებს.

სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებული ცვლილებები და ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განიხილეს.

მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად კვლავ რჩება საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოწერიგება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები იგეგმება.

,,თქვენ ხართ მთავარი მაკავშირებელი რგოლი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, რაც თავისთავად დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ თითოეული ოჯახის პრობლემაზე და ერთად ვიზრუნოთ მათ მოგვარებაზე. აუცილებელია ჩაერთოთ ყველა პროექტის განხორციელებაში, რათა არ მოხდეს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამოვლენა. პროექტებზე დახარჯული თანხა სოფლების პირველი რიგის საჭიროებებს მოხმარდება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თემებში არსებული პრობლემების აღმოფხვრას." - მიმართა ზვიად მხეიძემ მერის წარმომადგენლებს.