ამბროლაურში, ,,სანაპიროს" ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

01.13.22

ამბროლაურში, ,,სანაპიროს" ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში, ქალაქ ამბროლაურში, მდ. კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის ჯამური ღირებულება 4 553 234 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის ოქტომბერში იგეგმება.

პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია რეკრეაციული ზონის მოწყობა, ბულვარის გაკეთება, გასართობი სივრცეების შექმნა და კაფე-ბარების მშენებლობა.

პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას" საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.