ასლან საგანელიძე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

დაიბადა 1970 წლის 05 მარტს, ქალაქ ამბროლაურში.
1987 წელს დაამთავრა ამბროლაურის №1 საშუალო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი.
1988-1990 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.
სამუშაო გამოცდილება: 
პრეზიდენტის რწმუნებულის მთავარი მრჩეველი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში - 1996 -2002 წლებში.
ამბროლაურის რაიონის გამგებლის მოადგილე - 2002-2003 წლებში.
ქ. ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე - 2005 - 2006 წლებში.
ამბროლაურის მუნციიპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქ. ამბროლაურის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი - 2006 - 2010 წლებში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მეორე მოწვევის საკრებულოს საკრებულოს წევრი ახალი მემარჯვენეების პარტიული სიით - 2010-2013 წლებში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი-2013-2014 წლებში.
ქალაქ ამროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე-2014-2017 წლებში.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე-2017-2018 წლებში.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე-2018 წლის 12 აპრილიდან.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.