ა(ა)იპ ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი - დირექტორი გურამ გორდეზიანი

ტელ: 577 -91-58-32

გურამ გორდეზიანი დაიბადა 1970 წლის 08 მარტს ამბროლაურში.  დაამთავრა სოფ. ჭრებალოს საშუალო სკოლა. 1987 წ. შევიდა ამბროლაურის N156 საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1988წ. საშუალო განათლების ბაზაზე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის სრული კურსი და მიენიჭა მესამე თანრიგის ავტომობილების ზეინკალ-შემკეთებლის კვალიფიკაცია.  აქვს კულტურისა და ახალგაზრდობის სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის 11 წლიანი სტაჟი. 2017 წ. დეკემბრამდე მუშაობდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებაში მოწვეული სპეციალისტის თანამდებობაზე. 2017 წლის  21 დეკემბრიდან დაინიშნა ა(ა)იპ „ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის“ დირექტორად.

არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

ა(ა)იპ „ქალაქ ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი - ზურაბ ნემსწვერიძე 

ტელ: 599-15-20-55;

ზურაბ ნემსწვერიძე დაიბადა 1957 წლის 3 იანვარს. აქვს  უმაღლესი განათლება. 1982 წ.მუშაობდა ქ.თბილისის მე-8 კლინიკურ საავადმყოფოში ქირურგად; 1983წ. ქ. ამბროლაურის პოლიკლინიკის და საავადმყოფოს ქირურგ-ორდინატორად; 2004-2008წ.ქ. ამბროლაურის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ; 1986-2002წ.წ. ამბროლაურის რაიონის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტად; 1996-2001წ.წ. რაჭა-ლეჩხულ ქვემო სვანეთის სამხარეო ჯანდაცვის დირექტორის მოადგილედ; 2002 წ. მუშაობს ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორად.

არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

ა(ა)იპ ამბროლაურის კულტურის ცენტრი - დირექტორი თამაზ დაუშვილი

ტელ: 555-32-52-22

თამაზ შამშეს ძე დაუშვილი დაიბადა 1960 წლის 22 ივლისს ქ. ონში. 1989წ. დაამთავრა ქორეოგრაფიის უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვების ფაკულტეტი და მიენიჭა თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ხელმძღვანელის საზოგადოებრივი პროფესია.

1989-2018წ.წ. მუშაობდა სხვადასხვა ქორეოგრაფიული სტუდიებისა და ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელად. 2018წ.  დაინიშნა ა(ა)იპ „ამბროლაურის კულტურის ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე.

არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

ა(ა)იპ ამბროლაურის სასპორტო სკოლა - დირექტორი ბონდო სარდანაშვილი

ტელ: 599-19-52-48

ბონდო ინდიკოს ძე სარდანაშვილი დაიბადა 1959 წლის 7 ივლისს ქ.ამბროლაურში. სკოლის დამთავრების შემდეგ 1981წ. ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო  ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში  და 1986 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი სპეციალობით ფიზიკური კულტურა და სპორტი. მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1982-1988წ.წ. მუშაობდა ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად სოფელ ბუგეულის საშუალო სკოლაში; 1988-1989წ.წ. სასწავლო ნაწილის გამგედ ამბროლაურის სპორტ სკოლაში; 1989-2005წ.წ. ამბროლაურის რაიონის სპორტკომიტეტის თავმჯდომარედ და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სპორტული სამმართველოს უფროსად; 2005 წლიდან მუშაობს ქ. ამბროლაურის სასპორტო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე.

არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

ა(ა)იპ ტურისტული ცენტრი - დირექტორი ლერი გელოვნიშვილი 

ტელ: 591-22-16-34;

ლერი აფრასიონის ძე გელოვნიშვილი დაიბადა 1965 წლის 10 ოქტომბერს. სკოლის დამთავრების შემდეგ  1987 წელს ჩაირიცხა  საქართველს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამრეწველო თბოენერგეტიკის  ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1992 წ. და მიენიჭა ინჭინერ-სამრეწველოთბოენერგეტიკოსის კვალიფიკაცია.

1992-1999წ.წ. მუშაობდა ამბროლაურის სამხედრო კომისარიატში მე-3 ქვეგანყოფილების უფროსად; 1999-2003წ.წ. ამბროლაურის რაიონის სამხედრო კომისარიატში სამხედრო კომისრის მოადგილედ; 2003-2008წ.წ. ონის მუნიციპალიტეტის სამობილიზაციო შტაბის უფროსად; 2008-2010წ.წ. რეზერვისტთა მომზადების ბაზა N3-ში (ხონი), ბატალიონის შტაბის უფროსად; 2013წ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწედ;  2013-2014წ.წ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების განყოფილების უფროსად; 2014-2017წ.წ. თვითმმართველი თემის  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ, საკრებულოს წევრად, ხიდიკრის მაჟორიტარ დეპუტატად; 2018 წლიდან  დაინიშნა ა(ა)იპ „ტურისტული ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

ა(ა)იპ ამბროლაურის ჭიდაობის კლუბი ,,ფალავანი" - დირექტორი ლევან ბარსონიძე  

ტელ: 599-47-38-23

ლევან ბარსონიძე დაიბადა 1978 წლის 25 აპრილს  ქ. ამბროლაურში. არის უმაღლესი განათლებით. დაამთავრა ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემია, ასევე თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარ სპეციალისტად. 2014 წ. დაინიშნა ა(ა)იპ „ქალაქ ამბროლაურის საჭიდაო კლუბი „ფალავანის“ დირექტორის თანამდებობაზე.

არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

ა(ა)იპ უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლა - დირექტორი ნესტან დოხნაძე

ტელ: 599-57-67-09

ნესტანი კლიმენტის ას დოხნაძე დაიბადა 1970 წლის 2 სექტემბერს ქ. ამბროლაურში. 1985წ. შევიდა ამბროლაურის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1988წ. საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობით და მიენიჭა სოფლის მეურნეობის საწარმოთა ბუღალტრის კვალიფიკაცია. 1992წ. ჩაირიცხა  თბილისის ხელოვნების  უმაღლეს სკოლა-აკადემიაში, დაამთავრა აღნიშნული აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სრული კურსი გრაფიკის სპეციალობით და 1997წ. მიენიჭა ხელოვნებათმცოდნე, მხატვარ-გრაფიკოსის კვალიფიკაცია. 2014 წ. დაამთავრა პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“ და მიენიჭა მემინანქრის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია, ხოლო 2016წ. პროფესიული კოლეჯი „ერქვანის“ დასრულების შემდეგ-იუველირის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

1998წ. დაინიშნა ქ. ამბროლაურის სამხატვრო სკოლის დირექტორად; 2014 წ. დღემდე მუშაობს ა(ა)იპ  „სკოლისგარეშე სახელოვნებო სააღმზრდელო დაწესებულება ქალაქ ამბროლაურის    უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის“ დირექტორის თანამდებობაზე, ასევე პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

ა(ა)იპ სამუსიკო სკოლა - დირექტორი ლალი დვალი

ტელ: 599-22-63-31

ლალი დვალი დაიბადა 1963 წლის 4 აპრილს ქ. ქუთაისში. აქვს უმაღლესი განათლება, სპეციალობით თეორეტიკოსი. 1991 წლიდან მუშაობდა ქ. ქუთაისის 39-ე საშუალო სკოლაში პედაგოგად; 1993წ. ამბროლაურის სამუსიკო სკოლის პედაგოგად; 2004 წ. დაინიშნა ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორად.

არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

ა(ა)იპ ამბროლაურის მუნიციპალური დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური - დირექტორი ერეკლე დოხნაძე

ტელ: 571-13-35-77

ერეკლე ჯუმბერის ძე დოხნაძე დაიბადა 1968წლის 10 დეკემბერს ქ.ამბროლაურში.1990 წელს შევიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, რომელიც დაასრულა 1995 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.

1996-1998წ.წ. მუშაობდა მბროლაურის კომუნალურ მეურნეობაში წყალსადენის სპეციალისტ-ზედამხედველად; 1998-2006წ.წ. ამავე სამსახურის ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინრად; 2001-2006წ.წ. შ.პ.ს. „კომუნალური 2009“-ის დირექტორად; 2006-2008წ.წ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარ ცპეციალისტად; 2008-2009წ.წ. ქ. ამბროლაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად;  2012-2014წ.წ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ; 2014წ. აგვისტოდან ქ.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსად; 2014-1015წ.წ.  ა(ა)იპ   „ქალაქ ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის“ დირექტორად; 2016წ. დაინიშნა ა(ა)იპ   „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ დირექტორის თანამდებობაზე.

არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

ა(ა)იპ ამბროლაურის საცურაო აუზი - დირექტორი ზვიად გონგაძე

ტელ: 593-46-95-80

ზვიად გონგაძე  დაიბადა 1966 წლის 21 აპრილს ქ.ამბროლაურში. დაამთავრა ამბროლაურის NI საშუალო სკოლა. 2006წ. დაამთავრა თბილის ეკონომიკურ ურთიერთობათა  სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ფაკულტეტის სრული კურსი და მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

1996წ. მუშაობა დაიწყო ამბროლაურის ელ.ქსელში; 2006წ. ქ.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წამყვან სპეციალისტად; 2015 წლიდან დაინიშნა ა(ა)იპ   „ამბროლაურის საცურაო აუზის“ დირექტორის თანამდებობაზე.

ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

შპს ,,ამბროლაურის სერვის ცენტრი" - დირექტორი ალექსანდრე მიქიაშვილი

ტელ: 595-48-42-47

ალექსანდრე თეიმურაზის ძე მიქიაშვილი დაიბადა 1985 წლის 26 ოქტომბერს ქ. თბილისში.  2003 წელს დაამთავრა ამბროლაურის N2 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც დაასრულა 2007 წელს  და მიენიჭა   ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის მენეჯმენტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2003წ. მუშაობდა საქართველოს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ამბროლაურის სამმართველოში დარიცხვის ტექნიკოსად; 2003-2004 წ.წ. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ელ.ენერგიის აღრიცხვის ადმინისტრირების სამსახურის რაჭა-ლეჩხუმის განყოფილების ინჟინრად; 2004-2005წ.წ. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რაჭის რეგიონის კომერციული სამსახურის მრიცხველების ჩვენების აღების ჯგუფის ელ. აღმრიცხველად; 2010-2011წ.წ. შ.პ.ს. „რუსმეტალის“ სამშენებლო სამსახურის უფროსად; 2012-2013წ.წ. „რუსმეტალის“ სამშენებლო უბანი N4 -ის უფროსად; 2013-2017წ.წ. შ.პ.ს. „კავკასუს ვუდ რესურსის“ დირექტორად; 2015-2017წ.წ. შ.პ.ს. „კომუნალური 2009-ის დირექტორის I მოადგილედ; 2017წ. დაინიშნა შ.პ.ს. „ამბროლაურის სერვის-ცენტრის“ დიექტორის თანამდებობაზე.

არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

შპს ,,ახალი ტრანსპორტი" - დირექტორი თამაზ აბუთიძე

ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება - დირექტორი ეკატერინე კიბაბიძე

ა(ა)იპ მუნიციპალური წყალმომარაგების მოვლა-სენახვის ცენტრი - დირექტორი როსტომ ბაკურაძე

ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი ,,რაჭა" - დირექტორი ელიზბარ კობახიძე