რა არის საჯარო ინფორმაცია

ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. საჯარო ინფორმაციის ასლები ხელმისაწვდომია და დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის (მოსაკრებლის) ანაზღაურების გარდა ("საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად).

უარი საჯარო ინფორმაციაზე 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტავს მის უფლებებსა და გასაჩივრების წესს, იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ან საჯარო დაწესებულების მითითებით, რომელთანაც  წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას. 

საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი

საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და  შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა  თუ იგი  სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფორმით (info.ambrolauri@gmail.com).
 საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევაში არაუგვიანეს 10 დღისა.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი 

მარიკა დვალი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

ელ.ფოსტა - info.ambrolauri@gmail.com