საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი

საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და  შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა  თუ იგი  სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფორმით (info.ambrolauri@gmail.com).

 საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევაში არაუგვიანეს 10 დღისა.

უარი საჯარო ინფორმაციაზე 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტავს მის უფლებებსა და გასაჩივრების წესს, იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ან საჯარო დაწესებულების მითითებით, რომელთანაც  წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას. 

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი 

მარიკა დვალი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

ტელ: 595 534004

ელ.ფოსტა - info.ambrolauri@gmail.com