ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების სამსახურის უფროსი

ბელა აბაიშვილი

ტელ: 599 773252

ბელა ბეროს ასული აბაიშვილი დაიბადა 1970 წლის 3 ნოემბერს ამბროლაურში. სკოლის დასრულების შემდეგ 1993 წ. ჩაირიცხა  საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა 1997 წ. და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1998წ. მუშაობდა ადვოკატთა კოლეგიის სტაჟიორად; 1999წ. საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრად; 1990-2010წ.წ. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს კანცელარიის გამგედ (მთავარ სპეციალისტი); 2010-2011წ.წ. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს აპარატის, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსად; 2012წ. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის თვითმმართველობის რესურსცენტრის უფასო იურიდიული მომსახურებისა და ადვოკატირების იურისტ-კონსულტანტად; 2012წ. „მპგ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის საარჩევნო შტაბის იურისტად; 2012წ. საქართველოს წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის ამბროლაურის ფილიალის აღმასრულებელ მდივნად; 2013წ. „მპგ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის საარჩევნო შტაბის იურისტად; 2014წ. „მპგ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საოლქო საარჩევნო შტაბის აქტივის კოორდინატორად; 2014 წ. ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად; 2017 წ. ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მობილობით გადაყვანილ იქნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის ხერლმძღვანელის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

შესყიდვების სამსახურის დებულება

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3871630?publication=0