ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

გიორგი გოძიაშვილი

ტელ: 599 752553

გიორგი გოძიაშვილი დაიბადა ქ.თბილისში 1973 წლის 4 სექტემბერს. სკოლის დამთავრების შემდეგ 1990 წელს სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ  ფაკულტეტზე, სრული კურსი საყოფაცხოვრებო და  საბინაო-კომუნალური მეურნეობის, საქალაქო მეურნეობის ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1996 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია.

2013 წ. მუშაობდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურში მოწვეულ სპეციალისტად; 2014 წ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ამავე წელს ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსად; 2017 წელს კი მობილობით გადაყვანილ იქნა  ამავე სამსახურის ხელმძღვანელად.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

 

ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულება

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3852874?publication=0