გიორგი გიორგის ძე გაგოშიძე დაიბადა 1972 წლის 7 თებერვალს ამბროლაურში. 1989 წ. დაამთავრა ამბროლაურის N2 საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა 1994 წ. და მიენიჭა ელექტოკავშირგაბმულობის ინჟინრის კვალიფიკაცია.
2005-2014 წ.წ. მუშაობდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში უფროსის მოვალების შემსრულებლად; 2014-2017წ.წ. ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად; 2017 წ. მობილობით გადაყვანილ იქნა ამბროალურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.