ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

მიხეილ ბოჭორიშვილი

ტელ: 555 552502

მიხეილ ბოჭორიშვილი დაიბადა ქ. ამბროლაურში 1968 წლის 2 იანვარს. 1985 დაამთავრა ამბროლაურის N1 საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე, სამშენებლო-საგზაო მანქანები და მოწყობილობების სპეციალობით, რომელიც დაასრულა 1997წ.  და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია.

1991-1995წ.წ. მუშაობდა ქ. ამბროლაურის  სტამბის დირექტორად; რაჭა-ლეჩხუმუსა და ქვემო სვანეთის შ.პ.ს. „ავტოტრანსრეგულირების“ უფროსად; სადისტრიბუციო ელ.კომპანიის „ენერგო ჯორჯიას“ მთავარ დისპეჩერად; 2014წ ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარ სპეციალისტად, ამავე წლის 27 აგვისტოს  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსად;  2017 წ. მობილობით გადაყვანილ იქნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველადი სტრუქტურული ერთეული არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურის დებულება

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3852715?publication=0