ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

ინეზა ბანძელაძე

ტელ: 595 270743

ინეზა ვარდენის ასული ბანძელაძე დაიბადა 1959 წლის 13 იანვარს ცაგერში. სკოლის დამთავრების შემდეგ 1977 წ. ჩაირიცხა ალ.წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1982 წ. და მიენიჭა ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლევლის კვალიფიკაცია.

1982-1986 წ.წ. მუშაობა დაიწყო ჭრებალოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამართალმცოდნეობის მასწავლებლად; 1986-2003წ.წ. ამავე სკოლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო აღმზრდელობით დარგში; 2003-2007წ.წ. ჭრებალოს საჯარო სკოლის დირექტორად; 2008-2012წ.წ. ქ. თბილისის კერძო სასწავლო ცენტრებში; 2014 წ.მარტიდან ივლისის ჩათვლით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარ სპეციალისტად; 2014წ. აგვისტოდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად; 2017 წლის 1 დეკემბრიდან  დაინიშნა ამბრლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად.

ჰყავს ორი შვილი. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

 

ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3871591?publication=0