ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის უფროსი

ავთანდილ გოგსაძე

ტელ: 595 717252

ავთანდილ მიხეილის ძე გოგსაძე დაიბადა 1954 წლის 18 სექტემბერს ამბროლაურში. სკოლის დამთავრების შემდეგ 1971წ. ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სატრანსპორტო ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1976 წ. და მიენიჭა მიმოსვლის გზათა ინჟინრის კვალიფიკაცია. 2003წ.-თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის  ფილიალის  ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ფაკულტეტი, რომელიც დაამთავრა 2006წ. და მიენიჭა  ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

1976-1982წ.წ. მუშაობდა ამბროლაურის საგზაო საწარმოოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1982-1986წ.წ. სახელმწიფო ბანკის ამბროლაურის განყოფილების უფროს ინჟინრად;  1986-1992წ.წ. რაჭის სამთო ქიმიური ქარხნის დირექტორის მოადგილედ; „ბინსოცბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“ -უფროს სპეციალისტად; 2003-2005წ.წ. ამბროლაურის რაიონის გამგეობაში-უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2005-2016წ.წ. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2016წ. ივლისიდან-ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსად, ხოლო 2017 წ. მობილობით გადაყვანილ იქნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დებულება

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3871717?publication=0