2022 წლის 25 მაისს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეცამეტე (მორიგი) სხდომა გაიმართა.
სხდომას თავმჯდომარეობდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე.
სხდომას ესწრებოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, ასევე ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და გაზეთ „ამბროლაურის მოამბე“-ს რედაქტორი დალი დარახველიძე.
საკრებულომ დამაკმაყოფილებლად შეაფასა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის ანგარიში 2022 წლის 01 იანვრიდან – 01 მაისამდე გაწეული საქმიანობის შესახებ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ანგარიში 2022 წლის 01 იანვრიდან – 01 მაისამდე გაწეული საქმიანობის შესახებ.
მიიღო დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დაამტკიცა განკარგულება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის დამტკიცებისა და გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 აპრილის N46 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მიღებული სამართლებრივი აქტები კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში გამოქვეყნდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.ambrolauri.gov.ge.