ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ქალაქ ამბროლაურში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე (კულტურის ცენტრის მიმდებარედ) რეაბილიტირებული სკვერისათვის, დავით(დათუნიკა) სხირტლაძის სახელის მინიჭებისა და ქალაქ ამბროლაურში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე (ლიბერთი ბანკის ამბროლაურის ფილიალისა და ყოფილი კინო-თეატრის მიმდებარედ) მდებარე სკვერისათვის, ბაჩანა ბრეგვაძის სახელის მინიჭების თაობაზე.

