ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე უძღვებოდა.
➡️ შეხვედრას მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
➡️ ზვიად მხეიძემ მწუხარება გამოთქვა გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.
➡️ თათბირზე ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და დეტალურად განიხილეს ის საჭიროებები, რომლებიც მოსახლეობის მიერ ფიქსირდება. ძირითადი ყურადღება დაეთმო ქალაქის იერ-სახის მოწესრიგებას, ტურისტულად მიმზიდველი ადგილების დასუფთავებას, დამატებითი ნაგვის ურნების განთავსებას, სოფლებში ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებისთვის საჭირო პროცედურებს, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს და ამ დროისთვის არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
➡️ სამუშაო შეხვედრაზე, სამსახურების ხელმძღვანელებმა დაგეგმილი აქტივობები წარმოადგინეს.
➡️ ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტების მიმდინარეობაზე და აღნიშნეს, რომ აქტიური სამუშაოები ხორციელდება როგორც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დაგეგმილ, ისე სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
➡️ ასევე განიხილეს სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული პროგრამების მიმდინარეობა, რომლის ფარგლებშიც, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-მდე მოქალაქეს უკვე გაეწია საჭირო დახმარება. აღსანიშნავია, რომ ამბროლაურში გაიხსნა დიალეზის ცენტრი, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემთ ადგილზე მიიღონ საჭირო მომსახურება.
➡️ მერმა, სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

აგვისტო 2022
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content