ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

ამბროლაურში ,,სანაპიროს” კეთილმოწყობა მიმდინარეობს

სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის
,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში, ქალაქ ამბროლაურში, მდ. კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ჯამური ღირებულება 4 553 234 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის ოქტომბერში იგეგმება.
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია რეკრეაციული ზონის მოწყობა, ბულვარის გაკეთება, გასართობი სივრცეების შექმნა და კაფე-ბარების მშენებლობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ,,სანაპირო” გახდება ქალაქის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.
პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას.
,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას” საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს და მისი მიზანია, დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან ქრისტინე კობახიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე – ასლან საგანელიძესთან ერთად გაეცნო.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

აგვისტო 2022
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content