მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

მერმა საზოგადოებას განხორციელებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ საზოგადოებას განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარმოუდგინა, რომელიც მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე live რეჟიმში გადაიცემოდა.

მერმა სტრუქტურული ერთეულების მიხედვით მიმოიხილა გასულ წელს შესრულებული სამუშაოები, რომლებიც უკავშირდებოდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

“2021 წელი საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო. COVID 19-ის პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოში არსებული რეალობა და არა ერთი დაბრკოლება შექმნა სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნული ფაქტის მიუხედავად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში  განსაკუთრებული პრობლემა რომელიმე სფეროში არ დაფიქსირებულა და მაქსიმალური ძალისხმევით შევეცადეთ მნიშვნელოვანი პროექტები არ შეფერხებულიყო.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, თუმცა მთავარია რომ ყველა ჩვენგანი მიმართული ვართ მათ აღმოსაფხვრელად და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა უკეთესობა იგრძნოს.

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. მონდომებით და მუხლჩაუხრელი შრომით კიდევ ბევრი პროექტი თუ პროგრამა განხორციელდება, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას” – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

ოქტომბერი 2022
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31