ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ამბროლაურის ფილიალში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის სოციალური და ჯანდაცვის ხელმძღვანელი მარიკა დვალი, ამავე სამსახურის თანამშრომლებთან და ,,წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ამბროლაურში ,,პროფესიული შინ მოვლის პროექტი” ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების სამედიცინო, საბაზისო და სოციალურ მოვლას ადგილზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ბენეფიციარებს ემსახურება მაღალკვალიფიციური მულტიდისციპლინირებული გუნდი (ექიმი, ექთანი, ექთნის ასისტენტი, სოციალური მუშაკი, ოჯახის დამხმარე, ტექნიკური ასისტენტი).
აღნიშნულის გარდა, წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება, რომლებიც ითვალისწინებს კატასტროფებისთვის მზადება-რეაგირებას, შინმოვლისა და საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე დაფუძნებულ მხარდაჭერას, მოსახლეობაზე ჰუმანიტარული ამანათების მიწოდებას და საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე სხვა სახის ღონისძიებების განხორციელებას.
მერიის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ,,წითელი ჯვრის ორგანიზაციას“ მიმდინარე საქმიანობისთვის და მომავალში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

ნოემბერი 2022
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
Skip to content