ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

მერიაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ,,შშმ პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური პროგრამა ხორციელდება.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 0-დან 18-წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე/ოჯახზე, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით.
ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის ოჯახზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე ვერ იყენებს ზედა და ქვედა კიდურებს და საჭიროებს მომვლელს.
ყოველთვიური დახმარება 100 ლარის ოდენობით გაიცემა პირზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე დამოუკიდებლად ვერ ახერხებს გადაადგილებას, საჭიროებს მომვლელს, ან არის უსინათლო და აქვს ორივე თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე.
აღნიშნული პროგრამების გარდა, მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ფუნქციონირებს ,,შშმ ბავშვთა დღის ცენტრი” ქ. ამბროლაურში და მრავალფუნქციური სარეაბილიტაციო ცენტრი სოფ. სადმელში, სადაც ბენეფიციარებს საშუალება აქთ ისარგებლონ სხვადასხვა სახის მომსახურებით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირება მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

მარტი 2023
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content