ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში, ამბროლაურში, დასაქმების ფორუმი გაიმართა

პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ამბროლაურში, დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმართველობის წევრები, დამსაქმებლები, სამუშაოს მაძიებლები, ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტები და სხვა დაინტერესებული პირები.
დასაქმების ფორუმის მიზანი გახლდათ,
ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა.
️ფორუმზე 20-მა მცირე, საშუალო და მსხვილმა კომპანიამ წარადგინა 45-მდე ვაკანსია, დასაქმებისა და სტაჟირებისათვის. 150-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში და ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებელებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის შესახებ და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პირდაპირი კომუნიკაციის გზით.
დასაქმების ფორუმი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ფონდი აფხაზინტერკონტის (AIC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“ ფარგლებში.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

მაისი 2023
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content