ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
თათბირზე სოფლებში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და იმ საჭიროებებზე იმსჯელეს, რომლებიც შესაბამისი სამსახურების ჩართულობას მოითხოვს.
დეტალურად განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ისაუბრეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე, რომლის შესაბამისად თემებში აქტიური სამუშაო პროცესია დაწყებული.
მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად რჩება საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოწერიგება, თუმცა მნიშვნელოვანი სამუშაოების მიუხედავად ეს მიმართულებები კვლავ მთავარი გამოწვევაა.
„მოსახლეობის მიმართვებზე მოვახდინოთ მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება. აუცილებელია ჩაერთოთ პროექტების განხორციელების პროცესში, რათა არ მოხდეს ხარვეზების გამოვლენა. პროექტებზე დახარჯული თანხა სოფლების პირველი რიგის საჭიროებებს ხმარდება, რაც ხელს შეუწყობს თემებში არსებული პრობლემების აღმოფხვრას.” – მიმართა ზვიად მხეიძემ მერის წარმომადგენლებს.