დღეს, 15 სექტემბერს, ახალი 2023 სასწავლო წელი დაიწყო.
საჯარო სკოლის დირექტორებმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და განვლილი პერიოდის მიღწევებზე ისაუბრეს.
ახალ სასწავლო წელს მუნიციპალიტეტში 89 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
ყველა პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდა.
სადღესასწაულოდ მორთულ სკოლებში, წლის პირველი ზარი დაირეკა და სასწავლო პროცესიც განახლდა.