ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკა, სახელწოდებით ,,ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე მავნე ზემოქმედების პრევენცია“ საქართველოში 2023 წლის საუკეთესო პრაქტიკად იქნა აღიარებული.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა.
„მადლობა მინდა გადავუხადო მერიის თანამშრომლებს სამუშაო ჯგუფის წევრებს , რომელებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი და მუშაობდნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებასა და საპროექტო წინადადების მომზადებაზე. მადლობა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას და ყველა ექსპერტს, რომლებმაც უმაღლესი შეფასება მისცეს ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტს. ვულოცავ ჩვენს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთ წარმატებას .“- აღნიშნა ზვიად მხეიძემ
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

დეკემბერი 2023
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content