ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2023 წლის სპორტული სეზონი შეაჯამეს და წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2023 წლის სპორტული სეზონი შეაჯამეს და წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ სპორტული მიღწევების კუთხით 2023 მნიშვნელოვანი და წარმატებული წელი იყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტისთვის. ჩვენმა სპორტსმენებმა, როგორც ეროვნულ, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საქართველოს სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოუტანეს და ასახელეს ჩვენი მუნიციპალიტეტი.
 მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის სხვადასხვა სახეობის ხელშეწყობისთვის.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ახალგაზრდა სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მიღწეულ წარმატებას! კიდევ ბევრჯერ გესახელებინოთ ჩვენი მხარე და მუნიციპალიტეტი!
ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა) – საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი. მსოფლიოს ვიცე- ჩემპიონი;
გიორგი ელბაქიძე (თავისუფალი ჭიდაობა) -საქართველოს ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი
გიორგი გოგრიჭიანი (თავისუფალი ჭიდაობა) – საქართველოს ჩემპიონი, ევროპის პრიზიორი.
საბა კობახიძე (თავისუფალი ჭიდაობა) – საქართველოს ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.
მწვრთნელი – ლევან ბარსონიძე.
კესო მეტონიძე (ქალთა ფეხბურთი) – საქართველოს ნაკრების წევრი, ლიგა 2-ის ბომბარდირი – 78 გოლი.
მწვრთნელი – ლაშა რატიანი;
ანანო სიგუა (ქალთა ფეხბურთი) – საქართველოს ნაკრების წევრი.
მწვრთნელი – გიორგი დავლიანიძე;
ვასილ დვალაძე (კუდო) -საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი.
მწვრთნელი – დავით დუშუაშვილი.
ლაშა ჯელაძე (სუმო) – საქართველოს ჩემპიონი, მსოფლიოს კომბატ თამაშების ჩემპიონი.
მწვრთნელი – ზურაბ აქუბარდია.
საბა კობახიძე (მაგიდის
ჩოგბურთი) – საქართველოს ჩემპიონი.
მწვრთნელი – აკაკი ვაჩაძე.
შოთა გოგობერიშვილი (სტრონგმენი) – საქართველოს ნაკრების წევრი.
მწვრთნელი – ნუგზარ დავითური.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

იანვარი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content